Accentnews.ge
ზურაბ ჯაფარიძე და ნიკა მოსიაშვილი პატიმრობიდან გაათავისუფლეს

ზურაბ ჯაფარიძე და ნიკა მოსიაშვილი პატიმრობიდან გაათავისუფლეს

09/03/2023 14:59:22 პოლიტიკა

„გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე და ამავე პარტიის წევრი ნიკა მოსიაშვილი პატიმრობიდან გაათავისუფლეს.

მოსამართლის გადაწყვეტილების საფუძველი კანონით დადგენილი 48-საათიანი ადმინისტრაციული პატიმრობის ვადის ამოწურვა გახდა.

ზურაბ ჯაფარიძისა და ნიკა მოსიაშვილის მიმართ ადმინისტრაციული სახდელის დადებაზე სასამართლო პროცესი მოსამართლემ 10 მარტის 16:00 საათისთვის ჩანიშნა.

ჯაფარიძის თქმით, მოსამართლემ პროცესის გადადების გადაწყვეტილება მხოლოდ მას შემდეგ მიიღო, რაც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დაადასტურა, რომ მას და მოსიაშვილს სამედიცინო გამოკვლევები სჭირდებათ.

პატიმრობიდან გათავისუფლებულმა ჯაფარიძემ სამართალდამცველთა მხრიდან ძალადობაზე ისაუბრა.

მისი თქმით, ისინი პოლიციამ გაიტაცა, სცემა, ხოლო დაკავების ოქმი მოგვიანებით გააფორმა:

„ჩვენ დაკავებული არ ვიყავით, ჩვენ ვიყავით გატაცებული და ნაცემი, ანგარიში გაგვისწორეს. ამის შემდეგ ჩვენ დაახლოებით ერთი საათი დავყავით იმ ეზოში, უბრალოდ ჩუმად ვიდექით, იმიტომ რომ ლაპარაკზე გვცემდნენ და ველოდებოდით როგორ გეგმავდნენ რუსთაველის გაწმენდის ოპერაციას ჩვენ თვალწინ. დაახლოებით ერთი საათის შემდეგ მოვიდნენ ე.წ კრიმპოლის თანამშრომლები... გადაგვიყვანეს ე.წ სამმართველოში“ - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S