Accentnews.ge
მიხეილ სააკაშვილი: "მართლა სასწაული მოხდა, ყველა მოქალაქე თავის თავის პარტიად გადაიქცა"

მიხეილ სააკაშვილი: "მართლა სასწაული მოხდა, ყველა მოქალაქე თავის თავის პარტიად გადაიქცა"

09/03/2023 15:10:15 პოლიტიკა

მოხდა მართლა სასწაული, ყველა მოქალაქე, ყველა ახალგაზრდა გადაიქცა თავის თავის პარტიად, რომელსაც არაფრის ახსნა არ დასჭირდა და ზუსტად იცის, თუ როგორ იმოქმედოს და ისტორიის ფურცლებიდან გამოსული უძლეველი მებრძოლები გახდნენ, - ამგვარად აფასებს ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბოლო დღეების მოვლენებს – მასშტაბურ პროტესტს. განცხადება მის "ფეისბუქ"–გვერდზე გავრცელდა.

მისი თქმით, რუსეთის დავალება ვერ შესრულდა და ახლა სიფრთხილეა საჭირო, რადგან ისინი შეეცდებიან შურისძიებას".

„საოცრად ვამაყობ თქვენით, თაობით, რომელსაც მთელი მსოფლიო გულშემატკივრობდა და ელოდებოდა, დაიცავდა თუ არა ქართველი ხალხი ევროპელობას, თუ ურცხვად ჩავყვებოდით მთავრობას რუსულ-აზიურ წყვდიადში და მოხდა მართლა სასწაული, ყველა მოქალაქე, ყველა ახალგაზრდა გადაიქცა თავის თავის პარტიად, რომელსაც არაფრის ახსნა არ დასჭირდა და ზუსტად იცის, თუ როგორ იმოქმედეს და ისტორიის ფურცლებიდან გამოსული უძლეველი მებრძოლები გახდნენ.

ამერიკელი სენატორები და ევროპარლამენტარები, უკრაინაში სანგარში მჯდომი მებრძოლები კი სუნთქვაშეკრული, გადევნებენ თვალყურს და ძალიან სასიამოვნოდ განცვიფრებულები არიან. რუსეთის დავალება ვერ შესრულდა, ახლა ფრთხილად უნდა იყოთ ყველანი. ისინი შეეცდებიან შურისძიებას, რათა სათითაოდ დაგიგულონ და შური იძიონ. ამიტომ როგორც არასდროს - ძალა ერთობაშია და ეს ერთობა შესანარჩუნებელია“, - წერს სააკაშვილი.

თბილისში ბოლო ორი დღის განმავლობაში პიკს მიაღწია საზოგადოებრივმა პროტესტმა „აგენტების“ შესახებ კანონპროექტის ირგვლივ, რომელიც დააინიცირა საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილმა, ანტიდასავლური გზავნილებით გამორჩეულმა პოლიტიკურმა ჯგუფმა და რომელსაც მხარი დაუჭირა „ქართულმა ოცნებამ“, მიაჩნიათ რა, რომ მსგავსი ნაბიჯი საქართველოს აშორებს დასავლეთისგან და აახლოებს რუსეთთან. მიუხედავად პროტესტისა, პარტნიორების მკაფიო გამაფრთხილებელი გზავნილებისა, რომ კანონი წინააღმდეგობაში მოდის ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განსაზღვრულ 12 სავალდებულო რეკომენდაციასთან, ევროკავშირის კანონმდებლობასთან, ქართველი ხალხის მიერ მხარდაჭერილ კურსთან – საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი (რომელიც კონსტიტუციით არის გამტკიცებული), პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო „აგენტების“ შესახებ ორი კანონპროექტიდან ერთი – ე.წ. „ქართული“ ვერსია. ბოლო ორი დღის მასობრივი პროტესტის შემდეგ, რომელსაც სპეცსაშუალებების გამოყენებით შლიდნენ სპეცდანიშნულების რაზმები, „ხალხის ძალამ“ და საპარლამენტო უმრავლესობამ განაცხადა, რომ უკან გაიწვევს კანონპროექტებს და ემოციური ფონის ჩაცხრობის“ შემდეგ დააანონსა „ხალხთან შეხვედრები“ კანონპროექტის „სიკეთეების“ გაცნობის მიზნით, რაც ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ პროტესტის ჩახშობის შემდეგ პროექტი კვლავ დაბრუნდება პარლამენტში.

გარდა ამისა, არსებობს პროცედურული საკითხიც.

"პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით პირველი მოსმენით მიღებული კანონის გაწვევა არ ხდება. ის უნდა ჩავარდეს სესიაზე.გვაქვს ორი კანონი (პირობითი სახელით):

1. რუსულთან მიმსგავსებული პირველი მოსმენითაა მიღებული;2. აშშ-სთან მიმსგავსებული, რომელიც ჯერ არ განხილულია.რაა საჭირო?

1. პირველი ვარიანტი სასწრაფოდ უნდა გაიტანომ მეორე მოსმენაზე და თავადვე ჩააგდონ (აქედან ერთი თვის განმავლობაში მეორედ აღარ უნდა დააყენონ კენჭისყრაზე, თორემ მეორე მოსმენით ერთხელ ჩაგდებული პროექტის შემობრუნება შეუძლიათ);2. მეორე ვარიანტის ყველა ინიციატორმა უნდა მოაწეროს ხელი პროექტის გაწვევას.ასე, რომ უმრავლესობამ საკუთარი ხელით უნდა ჩააგდოს კანონი და ხალხის ძალამ საკუთარი ხელმოწერებით უარი თქვას მასზე!",– განმარტავს კონსტიტუციონალისტი ვახუში მენაბდე.

„ქართულ ოცნებაში“ პირობა დადეს, რომ კანონპროექტს მეორე მოსმენაზე ჩააგდებენ და რომ აღარ დაუბრუნდებიან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S