Accentnews.ge
ოპოზიციონერი დეპუტატები პრეზიდენტს რიგგარეშე სხდომის მოწვევის თხოვნით მიმართავენ

ოპოზიციონერი დეპუტატები პრეზიდენტს რიგგარეშე სხდომის მოწვევის თხოვნით მიმართავენ

09/03/2023 17:29:36 პოლიტიკა

თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე დეპუტატმა „ლელოდან" ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, რომ პარლამენტის ოპოზიციონერი წევრები პრეზიდენტს სთხოვენ პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევას.

„ჩვენ პარლამენტის დეპუტატები მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს თხოვნით, მოიწვიოს უახლოეს დღეებში რიგგარეშე სხდომა და და გაფორმდეს სამართლებრივად, კონსტიტუციურად - არა რუსულ კანონს", - განაცხადა ანა ნაცვლიშვილი.

ათასობით ადამიანი დღესაც გამოვიდა თბილისში, პარლამენტის შენობასთან, საქართველოს პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით მიღებული "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ - რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მოთხოვნაა, გათავისუფლდნენ 7 და 8 მარტს და ასევე 9 მარტის ღამეს აქციებზე დაკავებული ადამიანები და პარლამენტმა ოფიციალურად "ჩააგდოს" სადავო კანონპროექტი.

ცნობისთვის: დღეს „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს, „ხალხის ძალისა“ და საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილება გავრცელდა, რომელშიც აღნიშნავენ, რომ „ყოველგვარი დათქმის გარეშე გაიწვევენ მათ მიერ მხარდაჭერილ კანონპროექტს [„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ]“.

მმართველი ძალა არ აღიარებს არც შეცდომებს, არც სიცრუეს - პირიქით, ჯიუტად ცდილობს, დაარწმუნოს მსმენელი, რომ მისი სადეზინფორმაციო ნარატივებია სიმართლე და არა ის, რაც ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების თემაზე მთელი ვიცილიზებული სამყაროს, ყველა პარტნიორი ქვეყნის, ყველა საერთაშორისო ინსტიტუტის მხრიდან და საქართვლოში "ოცნების" ოპონნტებისგან ითქვა. მეტიც, მმართველმა ძალამ თავის დღევანდელ განცხადებაში ფაქტბრივად, დააანონსა კრემლისტური სადეზინფორმაციო პროპაგანდის მასშტაბების გაფრთოება და მასში სახელისუფლებო პროპაგანდისტულ მედიასაშუალებებთან ერთად ახლა უკვე მთელი სახელისუფლებო რესურსის ჩართვა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S