Accentnews.ge
პრეზიდენტი: "ვფიქრობ, ევროკავშირის სტატუსის მიღების შანსები გაიზარდა"

პრეზიდენტი: "ვფიქრობ, ევროკავშირის სტატუსის მიღების შანსები გაიზარდა"

09/03/2023 18:55:43 პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ ევროკავშირის სტატუსის მიღების შანსები საქართველოსთვის გაიზარდა. ამის შესახებ მან Bloomberg-თან ინტერვიუში ისაუბრა.

ჟურნალისტის კითხვაზე, დააზიანა თუ არა “უცხოური აგენტების” შესახებ კანონპროექტის ასე შორს წაწევამ საქართველოს პოზიცია და სტატუსი ევროკავშირთან მიმართებაში, ზურაბიშვილმა უპასუხა, რომ “პირიქით”.

“ყველამ იცის, რომ საქართველოს პარლამენტში უმრავლესობაა “ქართული ოცნება”, ამიტომ ყველაფრის იმპლემენტაცია შეუძლიათ, რისი ინიციატივითაც გამოდიან და არავის შეუძლია შეწინააღმდეგება, პრეზიდენტის ვეტოსაც კი. რაც ამან აჩვენა, არის ის, რომ როდესაც საზოგადოება რამის გარშემო გაერთიანებულია, შეუძლია თუნდაც პარლამენტის უმრავლესობის დამარცხება და ეს არის მნიშვნელოვანი. ამიტომ, ვფიქრობ, ამან ჩვენი შანსები გაზარდა, რადგან ძალიან ეფექტიანად აჩვენა, სად დგას ქართული საზოგადოება, რასაც ბევრ შემთხვევაში აქამდეც აჩვენებდა, რომ პრო-ევროპულია. ძალიან ნათელია, სად დგას მოსახლეობა. მთავრობის პოზიცია კი ბოლო პერიოდში სულ უფრო მეტად არ იყო ნათელი, რადგან მათ შეიტანეს ევროინტეგრაცია, ევროატლანტიკური პროცესი კონსტიტუციაში, გამოაცხადეს, რომ 2024 წელს უნდა შევიტანოთ კანდიდატობის განაცხადი - ეს ჯერ კიდევ უკრაინის ომამდე და უეცრად ისინი საპირისპირო მიმართულებით დგამენ ნაბიჯებს. ამიტომ მათი პოზიცია არ არის ნათელი, საქართველოს პოზიცია კი ძალიან ნათელია”, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S