Accentnews.ge
მაკრონი - ევროპისკენ შემობრუნებულმა საქართველომ იცის, რომ შეუძლია, საფრანგეთის მეგობრობის იმედი ჰქონდეს

მაკრონი - ევროპისკენ შემობრუნებულმა საქართველომ იცის, რომ შეუძლია, საფრანგეთის მეგობრობის იმედი ჰქონდეს

09/03/2023 19:46:53 პოლიტიკა

საქართველომ, რომელიც ევროპისკენ შეტრიალდა, იცის, რომ შეუძლია, საფრანგეთის მეგობრობის იმედი ჰქონდეს, - ასე ეხმიანება საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს.

“დემოკრატიული ღირებულებებისთვის, მედიის თავისუფლებისთვის და შეკრების თავისუფლებისთვის ქართველების ერთგულება გაგონილ იქნა. საქართველომ, რომელიც ევროპისკენ შეტრიალდა, იცის, რომ შეუძლია, საფრანგეთის მეგობრობის იმედი ჰქონდეს”, - წერს მაკრონი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის: დღეს „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს, „ხალხის ძალისა“ და საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილება გავრცელდა, რომელშიც აღნიშნავენ, რომ „ყოველგვარი დათქმის გარეშე გაიწვევენ მათ მიერ მხარდაჭერილ კანონპროექტს [„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ]“.

მმართველი ძალა არ აღიარებს არც შეცდომებს, არც სიცრუეს - პირიქით, ჯიუტად ცდილობს, დაარწმუნოს მსმენელი, რომ მისი სადეზინფორმაციო ნარატივებია სიმართლე და არა ის, რაც ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების თემაზე მთელი ვიცილიზებული სამყაროს, ყველა პარტნიორი ქვეყნის, ყველა საერთაშორისო ინსტიტუტის მხრიდან და საქართვლოში "ოცნების" ოპონნტებისგან ითქვა. მეტიც, მმართველმა ძალამ თავის დღევანდელ განცხადებაში ფაქტბრივად, დააანონსა კრემლისტური სადეზინფორმაციო პროპაგანდის მასშტაბების გაფრთოება და მასში სახელისუფლებო პროპაგანდისტულ მედიასაშუალებებთან ერთად ახლა უკვე მთელი სახელისუფლებო რესურსის ჩართვა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S