ჰელსინკის კომისია - ახლა „ოცნებისთვის“ ნათელი უნდა იყოს, რომ ქართველი ხალხი არ იქნება პასიური ევროატლანტიკურ არჩევანზე უარის თქმის შემთხვევაში
10/03/2023 05:55:55 პოლიტიკა
ჰელსინკის კომისია მიესალმება საქართველოს მმართველი პარტიის გადაწყვეტილებას, უკან გაიწვიოს "აგენტების" შესახებ კანონპროექტები და აცხადებს, რომ ახლა „ქართული ოცნებისთვის“ ნათელი უნდა იყოს, რომ ქართველი ხალხი არ იქნება პასიური ევროატლანტიკურ არჩევანზე უარის თქმის შემთხვევაში".
" მმართველი პარტიის გადაწყვეტილება, გააუქმოს რუსული სტილის კანონპროექტები, მისასალმებელი ნაბიჯია იმ კრიზისის განმუხტვის მიზნით, რომელიც მათ გამოიწვიეს. ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით, რომ კანონპროექტი ოფიციალურად იქნეს გამოწვეული და მომიტინგეები სწრაფად გათავისუფლდნენ. ახლა „ქართული ოცნებისთვის“ ნათელი უნდა იყოს, რომ ქართველი ხალხი არ იქნება პასიური დემოკრატიის დემონტაჟის და მათ ევრო ატლანტიკური არჩევანზე უარის თქმის შემთხვევაში. მოდით, ახლა ყველამ ერთად ვიმუშაოთ დემოკრატიის განვითარებასა და დასავლური ინტეგრაციის გასაძლიერებლად“,- აღნიშნულია ჰელსინკის კომისიის განცხადებაში.


