Accentnews.ge
რუსეთი თავის მოქალაქეებს ურჩევს, არ გაემგზავრონ საქართველოში

რუსეთი თავის მოქალაქეებს ურჩევს, არ გაემგზავრონ საქართველოში

10/03/2023 06:16:46 პოლიტიკა

რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტრო ქვეყნის მოქალაქეებს ურჩევს, თავი შეიკავონ საქართველოში გამგზავრებისგან. ხოლო იმ მოქალაქეებს, რომლებიც უკვე იმყოფებიან საქართველოში, ურჩევს, თავი აარიდონ ხალხმრავალ ადგილებს თბილისის და ბათუმის ისტორიულ ცენტრებში.

რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტროს განცხადებით, დახმარების გაწევის აუცილებლობის შემთხვევაში, „ორგანიზებული ტურისტებისთვის“ მუშაობს ასოციაცია „ტურპომოშჩ“-ის ტელეფონი, ხოლო ტურისტებს, რომლებიც ინდივიდუალურად მოგზაურობენ, შეუძლიათ მიმართონ საქართველოში შვეიცარიის საელჩოსთან არსებულ რუსეთის ინტერესთა სექციას. მას შემდეგ, რაც საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები შეწყვიტა, ორ ქვეყანას შორის შუამავლის ფუნქციას შვეიცარია ასრულებს.

სამინისტროს ვებგვერდზე 9 მარტის საღამოს გამოქვეყნებულ განცხადებაში რეკომენდაციის გაცემის მიზეზი მითითებული არ არის. სავარაუდოა, რომ ეს უკავშირდება "აგენტების" შესახებ ანტიევროპული და ანტიკონსტიტუციური კანონპროექტების გამო ქვეყანაში გამართულ მასობრივ საპროტესტო გამოსვლებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S