აშშ–ის ელჩი: "ყველას გვსურს, ვიხილოთ, რომ პარლამენტის თითოეულმა წევრმა ოფიციალურად თქვას უარი კანონპროექტებზე, რომლებიც კრემლის მიერ შთაგონებულია"
10/03/2023 07:29:12 პოლიტიკა
საქართველოში აშშ–ის ელჩ კელი დეგნანი კიდევ ერთხელ იმეორებს, რომ საქართველოს არ სჭირდება "აგენტების" შესახებ კანონპროექტები, რომლებიც კრემლის მიერ შთაგონებულია".
"ქართველი ხალხი, განსაკუთრებით კი სტუდენტები და ახალგაზრდები საუბრობდნენ ხმამაღლა და ცხადად და მმართველმა პარტიამ, საბოლოოდ მოუსმინა მათ. ახლა ჩვენ ყველას გვსურს იმის ხილვა, რომ პარლამენტის თითოეულმა წევრმა, დააჭიროს წითელ ღილაკს და უარი თქვას ამ კანონპროექტებზე, ოფიციალურად თქვას უარი ამ კანონპროექტებზე, რომლებიც არის კრემლის მიერ შთაგონებული და საქართველოში არასაჭირო. საქართველოს არ სჭირდება ეს კანონპროექტები და უკვე საკმარისი გამჭვირვალობა არსებობს იმის უზრუნველსაყოფად, რომ საქართველოში შემოსული უცხოური დახმარება ქვეყნის საუკეთესო ინტერესებისთვის იქნას გამოყენებული და დაეხმაროს ქართველებს, რომლებიც ბევრს მუშაობენ იმისთვის, რომ გააუმჯობესონ თავიანთი საზოგადოების ცხოვრება. ეს არის ის, რასაც უცხოური დახმარება 30 წლის განმავლობაში ემსახურება“, - აღნიშნა ელჩმა.
მისი თქმით, ახლა მთელი ენერგია ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღწევისკენ უნდა იქნას მიმართული:
„ის, რისი ხილვაც ახლა ქართველ ხალხს სურს, არის რომ მათი მთავრობა ასრულებს დაპირებას, რათა საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს მიაღწიოს და იმედი მაქვს, სწორედ ამისკენ იქნება მიმართული მთელი ენერგია და ყურადღება. ეს არის თითოეული ქართველის ცხოვრების გაუმჯობესების უზარმაზარი შესაძლებლობა და სწორედ ქართველმა ხალხმა უნდა გახადოს საკუთარი მთავრობა ანგარიშვალდებული კანდიდატის სტატუსის მიღწევის დაპირებასთან დაკავშირებით“.
ცნობისთვის: 9 მარტს „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს, „ხალხის ძალისა“ და საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილება გავრცელდა, რომელშიც აღნიშნავენ, რომ „ყოველგვარი დათქმის გარეშე გაიწვევენ მათ მიერ მხარდაჭერილ კანონპროექტს [„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ]“.
მმართველი ძალა არ აღიარებს არც შეცდომებს, არც სიცრუეს - პირიქით, ჯიუტად ცდილობს, დაარწმუნოს მსმენელი, რომ მისი სადეზინფორმაციო ნარატივებია სიმართლე და არა ის, რაც ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების თემაზე მთელი ვიცილიზებული სამყაროს, ყველა პარტნიორი ქვეყნის, ყველა საერთაშორისო ინსტიტუტის მხრიდან და საქართვლოში "ოცნების" ოპონნტებისგან ითქვა. მეტიც, მმართველმა ძალამ თავის დღევანდელ განცხადებაში ფაქტბრივად, დააანონსა კრემლისტური სადეზინფორმაციო პროპაგანდის მასშტაბების გაფრთოება და მასში სახელისუფლებო პროპაგანდისტულ მედიასაშუალებებთან ერთად ახლა უკვე მთელი სახელისუფლებო რესურსის ჩართვა.
დღეს პარლამენტი გამართავს პლენარულ სხდომას, რომლის დღის წესრიგში ერთადერთი საკითხი - „უცხოური გავლენის აგენტების" შესახებ კანონპროექტია.


