Accentnews.ge
„ახლა ქართველ ხალხს სურს, იხილოს, რომ მათი მთავრობა ასრულებს დაპირებას, რათა საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს მიაღწიოს“

„ახლა ქართველ ხალხს სურს, იხილოს, რომ მათი მთავრობა ასრულებს დაპირებას, რათა საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს მიაღწიოს“

10/03/2023 07:33:23 პოლიტიკა

საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადები, ქართველი ხალხი, განსაკუთრებით, სტუდენტები, ახალგაზრდები საუბრობდნენ ხმამაღლა, ცხადად, მმართველმა პარტიამ მათ მოუსმინა, ახლა კი „ჩვენ ყველას გვსურს იმის ხილვა, რომ პარლამენტის თითოეულმა წევრმა დააჭიროს წითელ ღილაკს და უარი ოფიციალურად თქვას ამ კანონპროექტებზე, რომლებიც არის კრემლის მიერ შთაგონებული და საქართველოში არასაჭირო“.

მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ უკვე საკმარისი გამჭვირვალობა არსებობს იმის უზრუნველსაყოფად, რომ საქართველოში შემოსული უცხოური დახმარება ქვეყნის საუკეთესო ინტერესებისთვის იქნას გამოყენებული და დაეხმაროს ქართველებს, რომლებიც ბევრს მუშაობენ იმისთვის, რომ გააუმჯობესონ თავიანთი საზოგადოების ცხოვრება:

„ეს არის ის, რასაც ემსახურება უცხოური დახმარება 30 წლის განმავლობაში“, - აღნიშნა ელჩმა.

მისი თქმით, ახლა საქართველოში მთელი ენერგია და ყურადღება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღწევისკენ უნდა იქნას მიმართული:

„ის, რისი ხილვაც ახლა ქართველ ხალხს სურს, არის ის, რომ მათი მთავრობა ასრულებს დაპირებას, რათა საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს მიაღწიოს და იმედი მაქვს, სწორედ ამისკენ იქნება მიმართული მთელი ენერგია და ყურადღება. ეს არის თითოეული ქართველის ცხოვრების გაუმჯობესების უზარმაზარი შესაძლებლობა და სწორედ ქართველმა ხალხმა უნდა გახადოს საკუთარი მთავრობა ანგარიშვალდებული კანდიდატის სტატუსის მიღწევის დაპირებასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა ელჩმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S