Accentnews.ge
აშშ–ის ელჩი: „ახლა მნიშვნელოვანი დროა, შევხედოთ საქართველოს შესაძლებლობებს და წავახალისოთ“

აშშ–ის ელჩი: „ახლა მნიშვნელოვანი დროა, შევხედოთ საქართველოს შესაძლებლობებს და წავახალისოთ“

10/03/2023 07:44:17 პოლიტიკა

საქართველოში აშშ–ის ელჩი კელი დეგნანი შავი ზღვის უსაფრთხოების მნიშვნელობაზე და ამ კონტექსტში საქართველოს როლზე საუბრობს.

კერძოდ, როგორც ელჩმა აღნინა, „არსებობს რეალური შესაძლებლობა, საქართველომ მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს შუა დერეფნის მეშვეობით ცენტრალური აზიიისა და ევროპის დაკავშირების კუთხით“.

მან ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება.

„შავი ზღვის უსაფრთხოება დღეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე. არა მხოლოდ იმიტომ, რომ რუსეთმა დაიწყო ეს სასტიკი ომი უკრაინის წინააღმდეგ და გაართულა საზღვაო მოძრაობა შავი ზღვის გავლით, მარცვლეულის გადაზიდვის ჩათვლით, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სასურსათო უსაფრთხოებისთვის მთელ მსოფლიოში, არამედ იმიტომ, რომ არსებობს რეალური შესაძლებლობა, რომ საქართველომ მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს შუა დერეფნის მეშვეობით ცენტრალური აზიიისა და ევროპის დაკავშირების კუთხით. ახლა არის მნიშვნელოვანი დრო, რომ შევხედოთ საქართველოს შესაძლებლობებს და წავახალისოთ საქართველო, დაიწყოს ისეთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის მშენებლობა, როგორიცაა არამხოლოდ წყალქვეშა ელექტრონული კაბელი ევროპისკენ, არამედ გზები, რკინიგზა, ბევრი სხვა ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც ახლავე დააკავშირებს ცენტრალურ აზიას ევროპასთან. ეს არის დიდი შესაძლებლობა, რომ შეიქმნას კარგი სამუშაო ადგილები, გაფართოვდეს ბაზარი და გაუმჯობესდეს ცხოვრების ხარისხი ყველა ქართველისთვის. მე გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ საქართველო დაუყოვნებლივ დაიწყებს ამაზე მუშაობას“,– თქვა ელჩმა მედიასთან "შავი ზღვის პლატფორმის" ღონისძიებაზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S