პარლამენტის ბიუროს სხდომა 40 წამს გაგრძელდა
10/03/2023 08:00:19 პოლიტიკა
პარლამენტის ბიუროს სხდომა, რომელზეც მხოლოდ ერთი – "უცხოეთის აგენტების შესახებ" კანონპროექტის საკითხი დააყენეს, 40 წამს გაგრძელდა. ამის შემდეგ დეპუტატები პლენარულ სხდომათა დარბაზში გადაინაცვლებენ, სადაც ამ კანონპროექტს მეორე მოსმენით გაიტანენ და კენჭს უყრიან. "ქართული ოცნების" განცხადებით, უმრავლესობა მას ჩააგდებს.
საზოგადოებრივი პროტესტისა და საერთაშორისო კრიტიკის ფონზე 9 მარტს „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს, „ხალხის ძალისა“ და საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილება გავრცელდა, რომელშიც აღნიშნავენ, რომ „ყოველგვარი დათქმის გარეშე გაიწვევენ მათ მიერ მხარდაჭერილ კანონპროექტს [„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ]“.
მმართველი ძალა არ აღიარებს არც შეცდომებს, არც სიცრუეს - პირიქით, ჯიუტად ცდილობს, დაარწმუნოს მსმენელი, რომ მისი სადეზინფორმაციო ნარატივებია სიმართლე და არა ის, რაც ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების თემაზე მთელი ვიცილიზებული სამყაროს, ყველა პარტნიორი ქვეყნის, ყველა საერთაშორისო ინსტიტუტის მხრიდან და საქართვლოში "ოცნების" ოპონნტებისგან ითქვა. მეტიც, მმართველმა ძალამ თავის დღევანდელ განცხადებაში ფაქტბრივად, დააანონსა კრემლისტური სადეზინფორმაციო პროპაგანდის მასშტაბების გაფრთოება და მასში სახელისუფლებო პროპაგანდისტულ მედიასაშუალებებთან ერთად ახლა უკვე მთელი სახელისუფლებო რესურსის ჩართვა.


