Accentnews.ge
პარლამენტმა "აგენტების" შესახებ კანონპროექტი ჩააგდო

პარლამენტმა "აგენტების" შესახებ კანონპროექტი ჩააგდო

10/03/2023 08:08:07 პოლიტიკა

პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“.მეორე მოსმენით უყარა კენჭი და ჩააგდო.

„ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონის პროექტი კენჭისყრაზე განხილვის გარეშე დააყენეს. მის წინააღმდეგ ხმა 35 დეპუტატმა მისცა, მხარი 1-მა დაუჭირა, ხოლო სხდომას სულ 112 კანონმდებელი ესწრებოდა.

საქართველოს რეგლამენტის თანახმად, კანონპროექტის ოფიციალური გაწვევისთვის საჭირო იყო, პირველი მოსმენით მიღებული პროექტი პლენარულ სხდომაზე ისევ გაეტანათ და მეორე მოსმენისას კენჭისყრაზე ჩაეგდოთ.

ცნობისთვის: 9 მარტს „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს, „ხალხის ძალისა“ და საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილება გავრცელდა, რომელშიც აღნიშნავენ, რომ „ყოველგვარი დათქმის გარეშე გაიწვევენ მათ მიერ მხარდაჭერილ კანონპროექტს [„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ]“.

მმართველი ძალა არ აღიარებს არც შეცდომებს, არც სიცრუეს - პირიქით, ჯიუტად ცდილობს, დაარწმუნოს მსმენელი, რომ მისი სადეზინფორმაციო ნარატივებია სიმართლე და არა ის, რაც ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების თემაზე მთელი ვიცილიზებული სამყაროს, ყველა პარტნიორი ქვეყნის, ყველა საერთაშორისო ინსტიტუტის მხრიდან და საქართვლოში "ოცნების" ოპონნტებისგან ითქვა. მეტიც, მმართველმა ძალამ თავის დღევანდელ განცხადებაში ფაქტბრივად, დააანონსა კრემლისტური სადეზინფორმაციო პროპაგანდის მასშტაბების გაფრთოება და მასში სახელისუფლებო პროპაგანდისტულ მედიასაშუალებებთან ერთად ახლა უკვე მთელი სახელისუფლებო რესურსის ჩართვა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S