Accentnews.ge
დეპუტატი, რომელმაც "აგენტების" კანონპროექტის ჩაგდების წინააღმდეგ მისცა ხმა

დეპუტატი, რომელმაც "აგენტების" კანონპროექტის ჩაგდების წინააღმდეგ მისცა ხმა

10/03/2023 08:28:14 პოლიტიკა

დეპუტატი, რომელმაც „აგენტების“ შესახებ კანონპროექტს მეორე მოსმენაზე დაუჭირა მხარი, დიმიტრი სამხარაძე აღმოჩნდა, რომელიც გამოირჩევა აგრესიული გამოსვლებით. ამის შესახებ ირკვევა პლენარუსი სხდომის ანგარიშიდან.

ცნობისთვის: პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მეორე მოსმენით უყარა კენჭი და ჩააგდო.

„ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონის პროექტი კენჭისყრაზე განხილვის გარეშე დააყენეს. სხდომა 40 წამს გაგრძელდა.

მის წინააღმდეგ ხმა 35 დეპუტატმა მისცა, მხარი 1-მა დაუჭირა, ხოლო სხდომას სულ 112 კანონმდებელი ესწრებოდა.

პარლამენტთან შეკრებილი დემონსტრანტები ოვაციით შეხვდნენ იურისიული პროცედურის დასრულებას, განაცხადეს რომ არ ენდობიან ხელისუფლებას, პერიოდულად შეიკრიბებიან და მოითხოვენ ევროკავშირის მიერ ქვეყნისთვის განსაზღვრული 12 სავალდებულო რეკომენდაციის შესრულებას.

9 მარტს, „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ გაიწვევენ პირველი მოსმენით უკვე მიღებულ კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელმაც მასობრივი საპროტესტო გამოსვლები გამოიწვია. 7 და 8 მარტს სპეცდანიშნულების რაზმებმა სპეცაშუალებების გამოყენებით არაერთხელ დაშალეს დემონსტრანტები. აქციის მონაწილეების წინააღმდეგ იყენებდნენ წყლის ჭავლს, "წიწაკის სპრეის" ცრემლსადენ აირს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S