Accentnews.ge
პარლამენტის სხდომათა დარბაზში ხმაური იყო

პარლამენტის სხდომათა დარბაზში ხმაური იყო

10/03/2023 08:40:28 პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტში მას შემდეგ, რაც „უცხოური გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი ჩავარდა, სხდომათა დარბაზში ხმაური იყო.

პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ვინაიდან აღნიშნული საკითხის ჩაგდებასთან დაკავშირებით საერთო კონსენსუსი არსებობს, საკითხი აღარ განიხილებოდა და შესაბამისად, გამოსვლებიც არ იქნებოდა.

პაპუაშვილის ამ განცხადებას ოპოზიციის მხრიდან ხმაური მოჰყვა.

„სტრატეგია აღნმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის თქმით, დეპუტატებს სიტყვით გამოსვლის საშუალება უნდა ჰქონოდათ:

„ხალხის ეშინიათ ამათ. შსს გამოვიდა კიდევ მუქარით. არავის დაგაჭერინებთ, ყველას დავიცავთ. ესენი არიან პროვოკატორები".

პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“.მეორე მოსმენით უყარა კენჭი და ჩააგდო. რაც შეეხება მეორე კანონპროექტს, რომელიც პირველი მოსმენით კენჭისყრაზე არ დამდგარა, როგორც შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა, ინიციატორებმა უკვე გაიწვიეს.

ცნობისთვის: 9 მარტს „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს, „ხალხის ძალისა“ და საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილება გავრცელდა, რომელშიც აღნიშნავენ, რომ „ყოველგვარი დათქმის გარეშე გაიწვევენ მათ მიერ მხარდაჭერილ კანონპროექტს [„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ]“.

მმართველი ძალა არ აღიარებს არც შეცდომებს, არც სიცრუეს - პირიქით, ჯიუტად ცდილობს, დაარწმუნოს მსმენელი, რომ მისი სადეზინფორმაციო ნარატივებია სიმართლე და არა ის, რაც ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების თემაზე მთელი ვიცილიზებული სამყაროს, ყველა პარტნიორი ქვეყნის, ყველა საერთაშორისო ინსტიტუტის მხრიდან და საქართვლოში "ოცნების" ოპონნტებისგან ითქვა. მეტიც, მმართველმა ძალამ თავის დღევანდელ განცხადებაში ფაქტბრივად, დააანონსა კრემლისტური სადეზინფორმაციო პროპაგანდის მასშტაბების გაფრთოება და მასში სახელისუფლებო პროპაგანდისტულ მედიასაშუალებებთან ერთად ახლა უკვე მთელი სახელისუფლებო რესურსის ჩართვა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S