„ტექნიკური ხარვეზი იყო“ - დიმიტრი სამხარაძე
10/03/2023 09:30:04 პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ წევრი დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე ამბობს, რომ "აგენტების" შესახებ კანონპროქტისთვის მხარი არ დაუჭერია და ეს ტექნიკური ხარვეზი იყო.
დღეს პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“.მეორე მოსმენით უყარა კენჭი და ჩააგდო. მის წინააღმდეგ ხმა 35 დეპუტატმა მისცა, მხარი 1-მა დაუჭირა, ხოლო სხდომას სულ 112 კანონმდებელი ესწრებოდა. დეპუტატი, რომელმაც „აგენტების“ შესახებ კანონპროექტს მეორე მოსმენაზე მწვანე ღილაკს დააჭირა, დიმიტრი სამხარაძე აღმოჩნდა, რომელიც გამოირჩევა აგრესიული გამოსვლებით.
რაც შეეხება მეორე კანონპროექტს, რომელიც პირველი მოსმენით კენჭისყრაზე არ დამდგარა, როგორც შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა, ინიციატორებმა უკვე გაიწვიეს.
9 მარტს „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს, „ხალხის ძალისა“ და საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილება გავრცელდა, რომელშიც აღნიშნავენ, რომ „ყოველგვარი დათქმის გარეშე გაიწვევენ მათ მიერ მხარდაჭერილ კანონპროექტს [„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ]“.
მმართველი ძალა არ აღიარებს არც შეცდომებს, არც სიცრუეს - პირიქით, ჯიუტად ცდილობს, დაარწმუნოს მსმენელი, რომ მისი სადეზინფორმაციო ნარატივებია სიმართლე და არა ის, რაც ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების თემაზე მთელი ვიცილიზებული სამყაროს, ყველა პარტნიორი ქვეყნის, ყველა საერთაშორისო ინსტიტუტის მხრიდან და საქართვლოში "ოცნების" ოპონნტებისგან ითქვა. მეტიც, მმართველმა ძალამ თავის დღევანდელ განცხადებაში ფაქტბრივად, დააანონსა კრემლისტური სადეზინფორმაციო პროპაგანდის მასშტაბების გაფრთოება და მასში სახელისუფლებო პროპაგანდისტულ მედიასაშუალებებთან ერთად ახლა უკვე მთელი სახელისუფლებო რესურსის ჩართვა.


