Accentnews.ge
ხაბეიშვილი: "ხალხის პროტესტი არ უკავშირდებოდა ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებს"

ხაბეიშვილი: "ხალხის პროტესტი არ უკავშირდებოდა ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებს"

10/03/2023 12:19:32 პოლიტიკა

პარტია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ ახალგაზრდების ბრძოლის დამსახურებაა "რუსულ კანონის" უკან გაწვევა. მან პარტიაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ ეს პროტესტი რომელიმე პარტიის ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებს არ უკავშირდებოდა.

"დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ეს იყო ყველაზე წარმატებული პროტესტი. პროტესტი, რომელიც განახორციელა ქართველმა ხალხმა და გამარჯვებამდე მიიყვანა ახალგაზრდებმა. გულწრფელად უნდა ითქვას, ყოველგვარი პოლიტიკური მიკერძოების გარეშე, ამ ადამიანების პროტესტი უკავშირდებოდა არა რომელიმე პოლიტიკური პარტიის ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებს, არამედ "ყველაზე დიდი პარტიის" ინტერესებს, რომელსაც ჰქვია საქართველო, ჩვენი ევროპული მომავალი და ეს ახალგაზრდები და ადამიანები იცავდნენ, დაიცვეს და დაამსხვრიეს მითი რუსი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის დაუმარცხებლობის", -განაცხადა ხაბეიშვილმა.

დღეს პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“.მეორე მოსმენით უყარა კენჭი და ჩააგდო. რაც შეეხება მეორე კანონპროექტს, რომელიც პირველი მოსმენით კენჭისყრაზე არ დამდგარა, როგორც შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა, ინიციატორებმა უკვე გაიწვიეს.

9 მარტს „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს, „ხალხის ძალისა“ და საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილება გავრცელდა, რომელშიც აღნიშნავენ, რომ „ყოველგვარი დათქმის გარეშე გაიწვევენ მათ მიერ მხარდაჭერილ კანონპროექტს [„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ]“.

მმართველი ძალა არ აღიარებს არც შეცდომებს, არც სიცრუეს - პირიქით, ჯიუტად ცდილობს, დაარწმუნოს მსმენელი, რომ მისი სადეზინფორმაციო ნარატივებია სიმართლე და არა ის, რაც ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების თემაზე მთელი ვიცილიზებული სამყაროს, ყველა პარტნიორი ქვეყნის, ყველა საერთაშორისო ინსტიტუტის მხრიდან და საქართვლოში "ოცნების" ოპონნტებისგან ითქვა. მეტიც, მმართველმა ძალამ თავის დღევანდელ განცხადებაში ფაქტბრივად, დააანონსა კრემლისტური სადეზინფორმაციო პროპაგანდის მასშტაბების გაფრთოება და მასში სახელისუფლებო პროპაგანდისტულ მედიასაშუალებებთან ერთად ახლა უკვე მთელი სახელისუფლებო რესურსის ჩართვა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S