„ვაფასებთ გერმანელი კოლეგის მიერ დღეს ქართველი ხალხის თავდადებისადმი გამოხატულ მხარდაჭერას“
10/03/2023 17:48:07 პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იუწყება, რომ თავის გერმანულ კოლეგასთან ჰქონდა საუბარი და მან „ქართველი ხალხის თავდადებისა და საქართველოს ევროინტეგრაციის გზისადმი“ მხარდაჭერა გამოხატა.
„ვაშინგტონში ყოფნისას სატელეფონო საუბარი მქონდა პრეზიდენტ შტაინმაიერთან. საქართველო აფასებს ჩემი გერმანელი კოლეგის მიერ დღეს საქართველოს ევროინტეგრაციის გზისა და ქართველი ხალხის თავდადებისადმი გამოხატულ მხარდაჭერას“,– წერს „ტვიტერზე“ პრეზიდენტი.


