ზურაბიშვილი: „მადლობას ვუხდი აშშ-ს ქართველი ხალხის მხარდაჭერისთვის"
10/03/2023 18:41:25 პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვაშინგტონში უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველს ჯეიკ სალივანს შეხვდა. შეხვედრასთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილი „ტვიტერის“ პირად გვერდზე წერს.
„მადლობას ვუხდი აშშ-ს ქართველი ხალხის მხარდაჭერისთვის, და დემოკრატიული ღირებულებებისა და ევროპული ინტეგრაციისადმი ერთგულებისთვის”, - წერს ზურაბიშვილი.


