Accentnews.ge
სააკაშვილი: "120 კილოგრამი ვიყავი, ახლა 64 ვარ, ექიმები პოლიორგანულ უკმარისობას პროგნოზირებენ"

სააკაშვილი: "120 კილოგრამი ვიყავი, ახლა 64 ვარ, ექიმები პოლიორგანულ უკმარისობას პროგნოზირებენ"

13/03/2023 05:39:41 პოლიტიკა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ მას პოლიორგანული უკმარისობა ემუქრება. ამის შესახებ მან Sky News-თან საუბრისას განაცხადა.

გამოცემა იუწყება, რომ საავადმყოფოში შესვლაზე უარი უთხრეს, მაგრამ მიხეილ სააკაშვილს კითხვები მისი ადვოკატის მეშვეობით გადასცეს და ხელნაწერი პასუხები მიიღეს.

კითხვაზე, რამდენად ახლოსაა სიკვდილთან, სააკაშვილმა შემდეგი განაცხადა:

„თავდაპირველად 120 კილოგრამი ვიყავი, ახლა 64 ვარ, თუ 60-ზე ნაკლები გავხდები, ექიმები პოლიორგანულ უკმარისობას პროგნოზირებენ. სულ საწოლში ვარ, ძვლები იშლება და ეს გაუსაძლის ტკივილს იწვევს”.

ამასთან, იგი გზავნილს უგზავნის ათასობით მომიტინგეს, რომლებმაც „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტები გააპროტესტეს.

„იყავით ძალიან ფხიზლად, იყავით მზად უმოკლეს დროში მობილიზებისთვის ოლიგარქული რეჟიმის შურისმაძიებლობის გამო“, - აცხადებს სააკაშვილი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S