ევროპარლამენტარი პრემიერ–მინისტრს წყაროს დასახელებას სთხოვს
13/03/2023 06:11:42 პოლიტიკა
ვროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს წყაროს დასახელებას სთხოვს. კერძოდ, საუბარია პრემიერის განცხადებაზე, რომლის თანახმად, "100 ევროპარლამენტარია გახვეული კორუფციულ სკანდალში".
"საკმაოდ საინტერესოა, რომ ამ ევროპარლამენტარების უმეტესობა სოციალისტების და დემოკრატების ჯგუფიდან არის, რომელიც ქართული ოცნების პარტნიორი პარტიაა. მაგრამ სად იპოვა ღარიბაშვილმა რიცხვი 100? მან ჩვენზე მეტი იცის. მაინტერესებს წყაროს ნახვა, თუ შეიძლება", – წერს ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი სოციალურ ქსელში.


