Accentnews.ge
თეონა აქუბარდია და ლანა გალდავა - მოვუწოდებთ "ოცნებას", შეწყვიტოს მეორე ფრონტის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელება

თეონა აქუბარდია და ლანა გალდავა - მოვუწოდებთ "ოცნებას", შეწყვიტოს მეორე ფრონტის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელება

13/03/2023 07:57:36 პოლიტიკა

ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა აქუბარდია და "ლელოს" საპარლამენტო მდივანი ლანა გალდავა "ქართულ ოცნებას" მოუწოდებენ, შეწყვიტოს მეორე ფრონტის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელება. ამის შესახებ მათ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

"სამწუხაროდ, "ქართული ოცნების" და კრემლის დეზინფორმაციის კამპანია და ტყუილი თანხვედრაშია ერთმანეთთან, რაც ასუსტებს ჩვენს სახელმწიფოს.საქართველოს საერთაშორისო არენაზე აქვს ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფის მხოლოდ მშვიდობიანი გზით გადაჭრის ვალდებულება. ზემოაღნიშნული არა მხოლოდ მმართველი ძალის ვალდებულებაა, არამედ ქვეყნის, რასაც ჩვენ სრულიად ვიზიარებთ და ვემხრობით.ასევე მოვუწოდებთ მმართველ გუნდს, შეწყვიტოს კრემლის ინტერესების გატარება და საქართველოს ეროვნული ინტერესების შესაბამისად, იმუშაოს ქვეყნის დეოკუპაციის და ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი უზრუნველყოფის მიმართულებით,"- აღნიშნა გალდავამ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S