Accentnews.ge
ივანიშვილის ადვოკატი ე.წ. აგენტების კანონს და მის მხარდამჭერებს აკრიტიკებს

ივანიშვილის ადვოკატი ე.წ. აგენტების კანონს და მის მხარდამჭერებს აკრიტიკებს

13/03/2023 08:11:20 პოლიტიკა

მმართველი პარტია "ქართული ოცნების" დამფუძნებლისა და საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი ვიქტორ ყიფიანი ე.წ. აგენტების კანონსა და მის მხარდამჭერებს აკრიტიკებს.

ყიფიანთან ინტერვიუ "რადიო იმედის" ეთერში 10 მარტს გავიდა, როცა მმართველ პარტიას უკვე ნათქვამი ჰქონდა უარი ე.წ. აგენტების კანონის მიღებაზე.

"ეს კანონპროექტი, ალბათ, იქცა მორიგ ჯერზე ერთგვარ ლაკმუსის ქაღალდად, თუ ჩვენს პოლიტიკურ სპექტრს რამდენად აქვს გაცნობიერებული, იმის მიუხედავად თუ რომელ მხარეს იმყოფება, რამდენად აქვს გაცნობიერებული, რა არის ქვეყნის ინტერსები და როგორ არ უნდა აურიო ქვეყნის ინტერესები, პარტიულ ინტერესებს. რომ არა ეს კანონპროექტი, იქნებოდა სხვა თემა, ისე, როგორც წარსულში ჩვენ გვიხილავს, ყოველთვის გაგვჭირვებია ხოლმე დაგვეცა ის სწორი სტანდარტი, ეს ორი საკითხი ერთმანეთში არ არეულიყო", - თქვა ვიქტორ ყოფიანმა.

მისი თქმით, ამ კანონპროექტს აკრიტიკებდნენ, როგორც ქვეყნის შიგნით ასევე გარეთ და მოსალოდნელი იყო ეს რეაქცია:

"სამწუხაროდ, ბოლო ხნის ქართლი პოლიტიკა იქცა პოლიტიკად ძალაუფლებისათვის. ძალაუფლებისათვის პოლიტიკამ გადაფარა ქვეყნის განვითარების გრძელვადიანი ამოცანები და პრიორიტეტები".

როგორც მან აღნიშნა, "არ იყო ამ კანონპროექტის მიღების დროს მიზანშეწონილობის საკითხი შესწავლილი - რა სიკეთის მომტანი იქნებოდა და რა ზიანს მიიღებდა ქვეყანა":

"რას ემსახურებოდა კანონპროექტის ინიციირება?!. თუ საუბარია გამჭვირვალობის ხარისხის ზრდაზე, ამის მიღწევა შეიძლებოდა დამატებითი მექანიზმებით არსებულ კანონმდებლობაში, ვთქვათ, გარკვეული დამატებებისა და გარკვეული ცვლილებების შეტანის გზით. ახლა, ამ ვითარებაში, როდესაც ცალკე კანონპროექტის შემუშავება, მით უმეტეს, იმ ფონზე, როდესაც ჩვენ არაერთგზის გაფრთხილება მივიღეთ პარტნიორების მხრიდან, რომ ეს დააზიანებდა იმ პროცესს, რასაც პოლიტიკური ევროპისკენ სვლა ჰქვია, მოტივაცია, კონტექსტი, რეალურად რას ისახავდა ეს პოლიტიკური პრიორიტეტების კუთხით, თუ რაიმე არის რაც ჩვენ არ ვიცით, მაშინ ვეთანმხები ბატონ გიორგის [კახიანს], ეს უკეთ უნდა აეხსნათ".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S