13-03-2023 13:53:50 პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ წევრი დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე კვლავ იმუქრება.
„2 დღეა, შმოპოზიციის ტრაკაცუნა ბიჭუნკელები, აგენტები დაპაუზებული არიან! ვითომ გაუხარდათ კანონის გაწვევა, ვითომ არ წაუკითხიავთ კანადაში მისაღები კანონი, ვითომ გაიმარჯვეს, ვითომ ჩვენ შეგვაშინეს, ვითომ არ გადაგივლით! ვითომ გაპატიებთ! ვითომ შეგრჩებათ. დაგჭმუჭნით კოლექტიურო მეგისებო, გამოთინეიჯერებულო ჯაფარებო, ფაშისტო ჯაშუშო ლომჯარია, ქვეყნის მტრებო და საქართველოს ომში ჩამთრეველებო. ხო ის წარაკუა გახარიაც გვახსოვს! ჯერ მაგიტომ ხართ განდონები, რომ ვინც თვალები დაგთხარათ, უკან სათითაოდ გაერჭვეთ! სამარცხვინოებო“, – წერს სამხარაძე სოციალურ ქსელში.
თბილისში რამდენიმე დღის განმავლობაში იმართებოდა აქციები იმ კანონპროექტების წინააღმდეგ, რომლებიც საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილის, "ხალხის ძალის" მიერ იყო ინიცირებული. ამ კანონპროექტების მიხედვით, "უცხოური გავლენის აგენტად" დარეგისტრირება მოუწევდა ყველა იმ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციას, რომლებიც შემოსავლის მინიმუმ 20 პროცენტს იღებდნენ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებისგან, მათ შორის აშშ-ის საელჩოდან და ევროკავშირის ქვეყნებიდან. ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობამ გადაწყვეტილება შეცვალა. კანონპროექტი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პარლამენტმა მეორე მოსმენით 10 მარტს ჩააგდო.