კალაძე: "თუ კონკრეტულ პიროვნებებს აქვთ სურვილი, დატოვონ პარტია, არანაირი შეზღუდვა არ იქნება"
13/03/2023 11:23:17 პოლიტიკა
თბილისის მერმა კახა კალაძემ საპარლამენტო უმრავლესობის შესაძლო დაშლასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე თქვა, რომ "თუ კონკრეტულ პიროვნებებს აქვთ სურვილი, დატოვონ პარტია, ეს მათი უფლებაა".
მისი თქმით, უმრავლესობის შესაძლო დაშლაზე გავრცელებული ინფორმაცია არის ტყუილი და საზოგადოების დეზინფორმირებას ისახავს მიზნად.
"უმრავლესობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება. თუ კონკრეტულ პიროვნებებს აქვთ სურვილი, დატოვონ პარტია „ქართული ოცნება“, ეს მათი უფლებაა, არანაირი შეზღუდვა ამ მხრივ არ ყოფილა და არც ამჯერად იქნება", - განაცხადა თბილისის მერმა.


