არახამია: "პრემიერის უახლოესი წრის ანგარიშები და ტრანზაქციები გამოქვეყნდება"
13/03/2023 12:16:22 პოლიტიკა
უკრაინის მმართველი პარტია „ხალხის მსახურის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით არახამია ეხმიანება საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გუშინდელ განცხადებას და აღნიშნავს, რომ "მისი უახლოესი წრის ანგარიშები და ტრანზაქციები გამოქვეყნდება".
"მთელ მსოფლიოს ესმის, რომ დემოკრატიის შენარჩუნება საქართველოში, რომლის ხელისუფლებაც სავსეა რუსი აგენტებით, მთელი მსოფლიო საზოგადოების მთავარი ამოცანაა. ქართველ ხალხს ეს ესმის, საქართველოში ათიათასობით ახალგაზრდას ესმის, მაგრამ პრემიერი თითქოს არ ესმის. ვფიქრობ, რომ იგი ამას მაშინ გაიგებს, როცა გამოქვეყნდება მისი უახლოესი წრის ანგარიშები და ტრანზაქციები. სამწუხაროა, რომ საქართველოში ამას არავინ გამოიძიებს, რადგან "ხელი ხელს ბანს".
P.S. ამ დრომდე აშინებენ ქართველ ერს იმით, რომ უკრაინას თითქოს საქართველოს ომში ჩართვა სურს. ჩვენ, როგორც არავის, გვესმის, რა არის ომი და რუსეთის გარდა ვერავის ვუსურვებთ ასეთ ტანჯვას. უკრაინას სურს თავის ქართველ ძმებთან ერთად ევროკავშირში გაწევრიანება და ძალიან მტკივნეულია იმის დანახვა, თუ როგორ მიდის საქართველოს ხელისუფლება საპირისპირო მიმართულებით", - წერს დავით არახამია სოციალურ ქსელში.


