Accentnews.ge
„იმეორებს რუსული პროპაგანდის თეზისებს“: უკრაინის საგარეო საქართველოს ხელისულებას პასუხობს

„იმეორებს რუსული პროპაგანდის თეზისებს“: უკრაინის საგარეო საქართველოს ხელისულებას პასუხობს

13/03/2023 12:48:38 პოლიტიკა

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმიანება საქართველოს ხელისულების წარმომადგენლების, მათ შორის, პრემიერ–მინისტრის განცხადებებს უკრაინის შესახებ და აცხადებს, რომ თბილისი მტრებს არასწორ ადგილას ეძებს.

"თითქმის სიტყვასიტყვით იმეორებდნენ რუსული პროპაგანდის თეზისებს, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაადანაშაულეს უკრაინა საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მომზადებაში, რუსეთთან ომში ჩათრევაში, სამოქალაქო ომის გასაჩაღებლად ძალების გაგზავნაში. ჩვენ კატეგორიულად უარვყოფთ მსგავს ინსინუაციებს, რომლებსაც არაფერი აქვს საერთო რეალობასთან. საქართველოს ხელისუფლება მტერს არასწორ ადგილას ეძებს", - უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს–სპიკერმა ოლეგ ნიკოლენკომ.

მან გამოთქვა რწმენა, რომ ქართველი პოლიტიკოსების განცხადებები ვერ შეარყევს უკრაინელი და ქართველი ხალხების მტკიცე მეგობრობას:

"ჩვენ ძალიან ვაფასებთ ქართველების მხარდაჭერას იმ დროს, როდესაც უკრაინელები იბრძვიან დამოუკიდებლობისთვის. თავის მხრივ, უკრაინა იყო და დარჩება ქართველი ხალხის მეგობარად, რომელსაც ვუსურვებთ, არ შეწყვიტოს ევროპული მომავლის განვითარება".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S