Accentnews.ge
საწვავზე ფასის კლების რესურსი კიდევ არის - დავითაშვილი

საწვავზე ფასის კლების რესურსი კიდევ არის - დავითაშვილი

13/03/2023 15:06:13 პოლიტიკა

ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი აცხადებს, რომ ქვეყანაში საწვავის გაიაფების რესურსი კიდევ არსებობს.

“იმედი გვაქვს, რომ მარტში ინფლაცია კიდევ უფრო დაიწევს და ფასი შემცირდება როგორც სურსათზე, ასევე საწვავზე. საწვავის ფასის კლება, რაც ნავთბიმპორტიორებმა და დისტრიბუტორებმა განაცხადეს, სახეზეა. ფასი იკლებს, თუმცა ვფიქრობთ, ფასის კლების რესურსი კიდევ არის და ამაზე ინტენსიური დიალოგი იქნება”,- განაცხადა დავითაშვილმა.

კონკურენციის სააგენტომ გასული წლის აგვოსტოში საწვავის ბაზრის მოკლევის შედეგები გამოაქვეყნა. სააგენტოს განცხადებით, იმის მიუხედავად, რომ მსხვილ იმპორტიორებს საწვავი რუსეთიდან იაფად შემოჰქონდათ, ბენზინგასამართ სადგურებზე ფასი ევროპიდან იმპორტირებული ბენზინის ფასს უტოლდებოდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S