პოლონეთის ხელისუფლება – ჩვენი ექიმები მზად არიან, სააკაშვილის სამკურნალოდ თბილისში ჩავიდნენ
13/03/2023 17:01:13 პოლიტიკა
პოლონეთის ხელისუფლების წარმომადგენელი პეტრ მიულერი ამბობს, რომ პოლონელი ექიმები მზად არიან, საქართველოში გაემგზავრონ და მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს გამოკვლევები ჩაუტარონ.
მისი თქმით, პოლონეთი საქართველოსგან ფორმალურ თანხმობას ჯერ კიდევ ელოდება.
პოლონეთის ხელისუფლების წარმომადგენლის თქმით, სააკაშვილის სამედიცინო მომსახურება "საერთაშორისო თანამეგობრობის სერიოზულ შეშფოთებას იწვევს".
"ჩვენ მზად ვართ საქართველოში სამედიცინო მისია გავგზავნოთ. იმედი გვაქვს, რომ ამაზე შეთანხმება მოხდება. თუ საქართველოს ხელისუფლებას არ აქვს საბაბი საკუთარი თავი ამ მიმართულებით აკრიტიკოს, მაშინ ვერ ვხედავ პრობლემას [სამედიცინო მისიის გაგზავნაში]. ეს არა მხოლოდ პოლონეთის, არამედ ევროპარლამენტარების მოწოდებაც არის", - თქვა მიულერმა.


