ევროპარლამენტში მიხეილ სააკაშვილის საკითხზე იმსჯელებენ
13/03/2023 19:24:22 პოლიტიკა
14 მარტს ევროპარლამენტში ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საკითხზე იმსჯელებენ.
მოსმენა ადგილობრივი დროით 16:30-17:00 არის ჩანიშნული.
კერძოდ, საუბარი შეეხება საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, რუს ოპოზიციონერ ვლადიმირ კარა-მურზას და მოსკოვის კრასნოსელსკის მუნიციპალური ოლქის დეპუტატ ალექსეი გორინოვს.


