სამი პარტიის ლიდერები სტრასბურგსა და ბრიუსელში შეხვედრებს გამართავენ
14/03/2023 06:05:24 პოლიტიკა
"დროა", "გირჩი - მეტი თავისუფლება", "სტრატეგია აღმაშენებელი" სტრასბურგსა და ბრიუსელში შეხვედრებს გამართავენ. ოპოზიციური პარტიების ლიდერების განცხადებით, შეხვედრა გაიმართება ევროკომისიაშიც.
"დიდი ნაწილი შეხვედრების არის სტრასბურგში, სადაც არის სესია ევროპარლამენტის, შეხვედრა გვექნება ევროპარლამენტარებთან, მათ შორის კუბილიუსთან. მეორე ნაწილის შეხვედრა იქნება ბრიუსელში, სადაც შეხვედრა გვექნება ევროკომისიაში, უშუალოდ იმ ხალხთან, რომლებიც მუშაობენ საქართველოს საკითხებზე. ძირითადი განხილვის საკითხი იქნება სტატუსი, რომელიც უნდა გადაწყდეს წლის ბოლოს", - განაცხადა "გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ.


