Accentnews.ge
რა უთხრა მიშელმა ზურაბიშვილს

რა უთხრა მიშელმა ზურაბიშვილს

14/03/2023 11:11:28 პოლიტიკა

ევროკავშირი მხარს უჭერს ქართველ ხალხს და მიესალმება იმ ფაქტს, რომ საქართველოს პარლამენტმა „უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტი ჩააგდო, რომელიც ხელს შეუშლიდა სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელოვან საქმიანობას. ამის შესახებ "რადიო თავისუფლების" ცნობით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან 13 მარტს გამართული შეხვედრის დროს განაცხადა.

"შეხვედრაზე საუბრის ცენტრში იყო ევროპის საბჭოს გადაწყვეტილება საქართველოსთვის ევროკავშირის პერსპექტივის მინიჭება და საქართველოს პრეზიდენტის ძალისხმევა ჩამოყალიბდეს ერთიანი, ინკლუზიური და გაღრმავებული მიდგომა იმ რეფორმებისადმი, რომლებიც აუცილებელია საქართველოს ევროკავშირი წევრობის მიმართულებით წინსვლისათვის. შარლ მიშელი მიესალმა სალომე ზურაბიშვილის საქმიანობას, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო დონზე, რათა განავითაროს ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მისწრაფებები. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ დადგა დროის გადამწყვეტი მომენტი და საჭიროა უფრო ენერგიული მუშაობა პოლიტიკური რეფორმის განსახორციელებლად, განსაკუთრებით კანონის უზენაესობისა და სასამართლო სისტემის რეფორმირების მიმართულებით", – იუწყება "რადიო თავისუფლება" ევროკავშირის ოფიციალური წყაროზე დაყრდნობით.

მისი ცნობით, საქართველოსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტებმა 13 მარტის შეხვედრაზე იმსჯელეს ასევე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიულ ომზე და რეგიონსა და მთლიანად საქართველოზე მის გავლენაზე, ასევე საქართველო უსაფრთხოების საკითხებზე.

ევროკავშირის წყაროს ინფორმაციით, შარლ მიშელს ხაზგასმით აღუნიშნავს, რომ ევროკავშირი ურყევად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში და მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოსთან ჰიბრიდულ საფრთხეებთან და რუსული დეზინფორმაციასთან წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში.

სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში ამერიკის შეერთებული შტატებიდან ჩავიდა. აშშ-ში ის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველს, ჯეიკ სალივანს შეხვდა და მანამდე მონაწილეობდა ნიუ-იორკში, გაეროს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს ქალთა მდგომარეობის შესახებ კომისიის 67-ე სესიაში. სამუშაო შეხვედრები სალომე ზურაბიშვილმა თბილისში 7-9 მარტს გამართული მასობრივი საპროტესტო აქციების გამო შეწყვიტა. დემონსტრანტები აპროტესტებდნენ „უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას. კანონპროექტი პარლამენტმა მეორე მოსმენით ჩააგდო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S