Accentnews.ge
პარლამენტთან ევროკავშირის დროშა პოლიციელებმა დააბრუნეს

პარლამენტთან ევროკავშირის დროშა პოლიციელებმა დააბრუნეს

14/03/2023 13:00:50 პოლიტიკა

საქართველოს საკანონმდებლო ორგანოსთან ევროკავშირის დროშა კვლავ აღიმართა. დროშა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა აღმართეს.

მანამდე პარლამენტთან „ალტ-ინფოს“ წარმომადგენლებმა აქცია გამართეს. მათ ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და დაწვეს.

შსს-მ ადმინისტრაციული წარმოება [კოდექსის 174-ე (მე-18 პრიმა) მუხლი] უკვე დაიწყო. უწყებაში ამბობენ, რომ სამართალდამრღვევ პირებს დააჯარიმებენ.

ევროკავშირის, ნატოს და საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობის მქონე ქვეყნის სიმბოლოების შებღალვა დასჯადი 2022 წლის იანვრიდან გახდა, ამისთვის 1000-ლარიანი, განმეორებით კი 2000-ლარიანი ჯარიმა ან 15-დღიანი პატიმრობაა გათვალისწინებული.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ჩაიწერა, რომ ადმინისტრაციული წესით ისჯება საჯარო დაწესებულების მიერ აღმართული/გამოფენილი ევროკავშირის, NATO-ს ან სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის, ასევე საქართველოსთან დიპლომატიურ ურთიერთობაში მყოფი ქვეყნის დროშის ან გერბის შებღალვა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S