Accentnews.ge
უსუფაშვილი: „ეს იყო „კედლებზე მოსიარულე“ ივანიშვილი, რომელმაც გასცა ბრძანება“

უსუფაშვილი: „ეს იყო „კედლებზე მოსიარულე“ ივანიშვილი, რომელმაც გასცა ბრძანება“

14/03/2023 14:50:59 პოლიტიკა

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის შეფასებით, ამ დრომდე ხელისუფლება ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის და „ნაციონალური მოძრაობის“ თემაზე პედალირებით ცდილობდა ნებისმიერი პროცესის დისკრედიტაციას, საზოგადოების დაშინებას, ახლა კი საქართველოს პოლიტიკურ–საზოგადოებრივ ასპარეზზე გამოჩნდა სრულიად სხვა ძალა, „რომელთაცა უძლურია სუსი, პროპაგანდა, ტყუილები“.

„ამ ჯგუფებს შეელეწება სამიზნის მათზე გამსწორებელი ხალხი“,– ფიქრობს უსუფაშვილი.

მისი დაკვირვებით, გარდა პროტესტისა, იყო ფაქტორები, რამაც „ქართული ოცნების“ დამფუძნებელ ივანიშვილს „მიაღებინა გადაწყვეტილება, ებრძანებინა, ,სასწრაფოდ, აღარ დამანახოთ ამ კანონპროექტის კვალი, ყველაფერი ჩაიდინეთო“. სხვაგვარად უკან გაწვევის პროცესში შეუძლებელია ის მომხდარიყო, რაც მოხდა. ეს იყო „კედლებზე მოსიარულე“ ივანიშვილი (ეს შეუძლია), რომელმაც გასცა ბრძანება“:

„ხიფათი დაინახა [ივანიშვილმა]. აქ მნიშვნელოვანია, რამ იმოქმედა მასზე? ჯერ–ჯერობით ბოლომდე არც ცნობილმა ფაქტორებმა, რომლებიც, დარწმუნებული ვარ, ნამდვილად არსებობს, კვალი სრულიად აშკარაა. მეორე ღია ფაქტორია – მათ თვალებში ჩახედეს ადამიანებს და მათი ანალიტიკური, სუდურ–კუდურ–სპეცსამსახურულ–აგენტურული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, ვიღაც ჭკვიანმა მიაწოდა ინფორმაცია, „აქ სხვა რამ ხდება, ეს ხალხი არავის ემორჩილება და გამოსულია სხვა რამის გამო (რაც მათ არ ესმით) – იდესის, ღირებულების გამო და მათ ასე ადვილად ვერ გავუმკლავდებით, ვერც შევარცხვენთ რაღაც სახელების დაძახებით, რადგან მართლა თავისით მოვიდნენ“. და დაიხიეს უკან“,– თქვა უსუფაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში.

მისი შეფასებით, კანონპროექტის უკან გაწვევით პრობლემა არ მოხსნილა, რადგან ეს იყო მხოლოდ „პათოლოგიის გამოვლინება“, მისი წყარო კი „ძალაუფლებით შეპრყრობლი“ ადამიანები არიან, რომელთათვისაც მათ მიერ არგაკონტროლებადი ნებისმიერი „ოაზისი“ „ძალაუფლების დაკარგვისთვის ხიფათად აღიქმება“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S