Accentnews.ge
ზიბერტი – დროშის ჩამოხსნაზე: "ჩემს გონებაშია სურათი, როცა ქალი, ევროკავშირის დროშას წყლის ჭავლის წინააღმდეგ აფრიალებდა"

ზიბერტი – დროშის ჩამოხსნაზე: "ჩემს გონებაშია სურათი, როცა ქალი, ევროკავშირის დროშას წყლის ჭავლის წინააღმდეგ აფრიალებდა"

14/03/2023 15:06:53 პოლიტიკა

ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის მმართველი დირექტორი მიხაელ ზიბერტი, რომელიც საქართველოში ვიზიტით იმყოფება, გამოეხმაურა პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშის ჩამოხსნის ფაქტს და მას "ერთეული ინციდენტი" უწოდა.

ზიბერტმა თქვა, რომ მას დაამახსოვრდა ქალი გასული კვირის საპროტესტო აქციებიდან, რომელიც წყლის ჭავლის წინაღმდეგ აფრიალებდა ევროკავშირის დროშას.

"არ იყო ლამაზი, რაც ვიხილეთ. ეს იყო ცალკეული ინციდენტი. გასული კვირის განმავლობაში ჩვენ ბევრი ვიდეოკადრი ვნახეთ, სადაც ამაყად აფრიალებენ ევროკავშირის დროშას, მე ვნახე ქალი, რომელიც ევროკავშირის დროშას წყლის ჭავლის წინაშე აფრიალებდა. ასე, რომ ეს სურათი რჩება ჩემს გონებაში", - თქვა მიხაელ ზიბერტმა ჟურნალისტებთან სასტუმრო "რუმსში", რეგიონის ქვეყნებში ევროკავშირის ელჩების სამუშაო შეხვედრის შემდეგ.

14 მარტს პრორუსული პოლიტიკური პარტია "კონსერვატიული მოძრობის" მოწოდებით, რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა. მათ მსვლელობა მოაწყვეს თბილისის ქუჩებში და ბოლოს საქართველოს პარლამენტის შენობასთან მივიდნენ, სადაც ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და დემონსტრაციულად დაწვეს. ამ საქმეზე შსს-მ ადმინისტრაციული წარმოება [კოდექსის 174-ე (მე-18 პრიმა) მუხლი] უკვე დაიწყო. უწყებაში ამბობენ, რომ სამართალდამრღვევ პირებს დააჯარიმებენ.

პარლამენტის შენობის წინ ევროკავშირის დროშა სამართალდამცავებმა აღმართეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S