გახარია: „ოცნებამ“ ევროკავშირის დროშის დაწვა დააორგანიზა, რითაც გაუგზავნა „მესიჯი“ საქართველოში მყოფ ევროკავშირის დელეგაციას"
14/03/2023 15:48:04 პოლიტიკა
პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ ევროკავშირის დროშის დაწვა დააორგანიზა, რითაც ევროკავშირის დელეგაციას შეტყობინება გაუგზავნა.
როგორც გახარია სოციალურ ქსელში წერს, ევროკავშირმა საქართველოს მოქალაქეების ხმა უნდა მოისმინოს.
„პრო-დასავლური პროტესტის კვალდაკვალ „ოცნებამ“ ევროკავშირის დროშის დაწვა დააორგანიზა, რითაც გაუგზავნა „მესიჯი“ საქართველოში მყოფ ევროკავშირის დელეგაციას. ახალგაზრდებმა უპასუხეს! ვერავინ წაართმევს საქართველოს ევროპულ მომავალს! ევროკავშირმა უნდა მოისმინოს საქართველოს მოქალაქეების ხმა!“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.
14 მარტს პრორუსული პოლიტიკური პარტია "კონსერვატიული მოძრობის" მოწოდებით, რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა. მათ მსვლელობა მოაწყვეს თბილისის ქუჩებში და ბოლოს საქართველოს პარლამენტის შენობასთან მივიდნენ, სადაც ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და დემონსტრაციულად დაწვეს. ამ საქმეზე შსს-მ ადმინისტრაციული წარმოება [კოდექსის 174-ე (მე-18 პრიმა) მუხლი] უკვე დაიწყო. უწყებაში ამბობენ, რომ სამართალდამრღვევ პირებს დააჯარიმებენ.
პარლამენტის შენობის წინ ევროკავშირის დროშა სამართალდამცავებმა აღმართეს.


