ზურაბიშვილი: "მადლობა ლიეტუვას ქართველი ხალხისა და ჩვენი ევროპული გზის ურყევი მხარდაჭერისთვის"
14/03/2023 17:55:12 პოლიტიკა
მადლობა ლიეტუვას ქართველი ხალხისა და ჩვენი ევროპული გზის ურყევი მხარდაჭერისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.
სალომე ზურაბიშვილმა „ტვიტერზე“ გააზიარა ლიეტუვის პრეზიდენტის გიტანას ნაუსედას „ტვიტი“ , რომელშიც ის საქართველოს ევროინტეგრაციის მცდელობების მიმართ მხარდაჭერას გამოთქვამს.
„პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ერთად განვიხილე საქართველოში მიმდინარე მოვლენები. დავუდასტურე ლიეტუვის მხარდაჭერა საქართველოს ევროინტეგრაციის მცდელობებში. ლიეტუვა მზადაა დაეხმაროს საჭირო რეფორმების გზაზე საქართველოს“, - დაწერა ნაუსედამ.


