კალიურანდი – ქართველ პოლიტიკოსებს: „უკრაინაში ომმა შესაძლებლობის ფანჯარა გაგიხსნათ, გამოიყენეთ!“
14/03/2023 19:17:07 პოლიტიკა
ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ მიმდინარე დებატებზე გამოეხმაურა საქართველოში გაჩაღებულ ანტიდასავლურ კამპანიას, მა შორის, ხელისუფლების რიტირიკას ომში ჩათრევის მცდელობის თაობაზე და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მსგავსი მოტივი დასავლეთს არ ამოძრავებს.
მეტიც, მან შეახსენა ქართველ პოლიტიკოსებს, რომ შესაძლებლობები გახსნა უკრაინის ბრძოლამ და მოუწოდა გამოყენებისკენ.
„მე, როგორც სამხრეთკავკასიის დელეგაციის თავმჯდომარეს, ორი „მესიჯი“ მაქვს - საქართველოს მოსახლეობა ძალიან მკაფიო იყო თავისი ევროპული მისწრაფებების გამოხატვაში და ამას მხარს დავუჭერთ. არ გვაქვს სურვილი, ომში ჩაგითრიოთ. ჩვენ კარგად გვახსოვს 2008 წლის ომი და ყოველთვის დავუჭერთ მხარს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას და მის ტერიტორიულ მთლიანობას. ქართველი პოლიტიკოსების მიმართ ჩემი გზავნილი მკაფიოა - უკრაინაში ომმა შესაძლებლობის ფანჯარა გაგიხსნათ, ნუ გამოტოვებთ მას, გამოიყენეთ. ეს ფანჯარა მუდმივად არ იქნება, გააკეთეთ ის, რასაც თქვენი მოსახლეობა თქვენგან მოელის“,- განაცხადა მარინა კალიურანდმა, რომლის თარგმანიც „მთავარ არხს“ ეკუთვნის.


