Accentnews.ge
ვიოლა ფონ კრამონი: "დროა, ქართველებისგან ავიღოთ მაგალითი"

ვიოლა ფონ კრამონი: "დროა, ქართველებისგან ავიღოთ მაგალითი"

14/03/2023 19:23:32 პოლიტიკა

“ქართველი ხალხი ძალიან არ ჰგავს მის ხელისუფლებას. ყველა გამოვიდა ქუჩაში, რათა მათი ხმა გაეგონათ თბილისში, ბრიუსელში და განსაკუთრებით, მოსკოვში” - თქვა ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ მიმდინარე დებატებზე.

გერმანელი ევროპარლამენტარმა საქართველოს ხელისუფლება "ქვეყნის ევროპული გზის საბოტაჟში" დაადანაშაულა.

"საქართველოს კონსტიტუციის 78-ე თავი მოითხოვს ხელისუფლებისგან, უზრუნველყოს საქართველოს სრული ინტეგრაცია ნატოსა და ევროკავშირში. თუმცა ხელისუფლება აყენებს ერთი ოლიგარქისა და კრემლის ინტერესს ამ კონსტიტუციაზე მაღლა" - თქვა ევროპარლამენტარმა.

მან მიულოცა ქართველ ხალხს ე.წ. "აგენტების" კანონპროექტის ჩაგდება და საქართველოში გამართულ დემონსტრაციებს სამაგალითო უწოდა.

"დროა, ქართველებისგან ავიღოთ მაგალითი და ვიბრძოლოთ ევროპული მომავლისთვის. ქართველი ხალხი იმსახურებს ევროკავშირში ყოფნას მაშინაც კი, თუკი მათი ხელისუფლება ამას არ იმსახურებს." - დასძინა მან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S