Accentnews.ge
EPP - „ოცნების“ მიერ ქვეყნის დემოკრატიულ ღირებულებებზე თავდასხმის მცდელობა ხალხის ევროპულ მისწრაფებებს ეწინააღმდეგება

EPP - „ოცნების“ მიერ ქვეყნის დემოკრატიულ ღირებულებებზე თავდასხმის მცდელობა ხალხის ევროპულ მისწრაფებებს ეწინააღმდეგება

15/03/2023 05:33:15 პოლიტიკა

ევროპის სახალხო პარტია (EPP) აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ მიერ ქვეყნის დემოკრატიულ ღირებულებებზე თავდასხმის მცდელობა ხალხის ევროპულ მისწრაფებებს ეწინააღმდეგება.

"შეშფოთებული ვართ პარტია „ქართული ოცნების“ მიერ ქვეყნის დემოკრატიულ ღირებულებებზე თავდასხმის მცდელობით. ეს ეწინააღმდეგება ხალხის ევროპულ მისწრაფებებს!“, - აცხადებენ “ევროპის სახალხო პარტიაში“.

ამასთან, “ევროპის სახალხო პარტიის“ წევრის, ევროპარლამენტარ მირიამ ლექსმანის თქმით, საქართველოს მმართველი პარტია რადიკალური ძალა და სიცრუის მანქანაა.

„მმართველმა პარტიამ დამტკიცა, რომ არის ერთადერთი "რადიკალური ძალა" და "სიცრუის მანქანა" საქართველოში“, - აცხადებს ევროპარლამენტარი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S