ბუტიკოფერი: ქართველმა ხალხმა იცის, რომ „ქართული ოცნება“ „ქართულ კოშმარად“ იქცა
15/03/2023 05:48:39 პოლიტიკა
ევროპარლამენტარი რაინჰარდ ბუტიკოფერი საქართველოს საკითხზე გამართულ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას მოუწოდებს კოლეგებს, განიხილონ ზომები, მათ შორის სანქციები, რომელიც ჯერ–ჯერობით დღის წესრიგში არაა.
"მე მინდა, ვთქვა, რომ ქართველი ხალხი იჩენს ძალიან მტკიცე ნებას, რადგან მათ იციან, რომ "ქართული ოცნება" იქცა ქართულ კოშმარად, რეალურად. საქართველოს მთავრობა აღარ მისდევს ევროპულ ღირებულებებს, ევროპულ გზას და ჩვენ არ უნდა დავტოვოთ საქართველოს საზოგადოება მარტო ამ ბრძოლაში. სწორედ ამიტომ, უნდა განვიხილოთ სხვადასხვა ზომები, იმის გარდა, რაც უკვე იქნა განხილული, შევიმუშავოთ სხვადასხვა პირობები, სანქციები და უნდა ვიბრძოლოთ სააკაშვილის გასათავისუფლებლადაც", – განაცხადა ევროპარლამენტარმა.


