Accentnews.ge
"ევროპარლამენტარებმა პირდაპირ მიუთითეს, რომ ქართველი ხალხი ყველაფერს აკეთებს, რათა ქვეყანა ევროპული ოჯახის წევრი გახდეს და "ოცნება" ყველაფერს აკეთებს, ეს ასე არ მოხდეს"

"ევროპარლამენტარებმა პირდაპირ მიუთითეს, რომ ქართველი ხალხი ყველაფერს აკეთებს, რათა ქვეყანა ევროპული ოჯახის წევრი გახდეს და "ოცნება" ყველაფერს აკეთებს, ეს ასე არ მოხდეს"

15/03/2023 09:01:03 პოლიტიკა

"ყველა გამომსვლელმა, მათ შორის, ისტორიულად ყველაზე ნეიტრალურებმაც, პირდაპირ მიუთითეს, რომ ქართველი ხალხი ყველაფერს აკეთებს, რომ ქვეყანა გახდეს ევროპული ოჯახის წევრი და „ქართული ოცნება" ყველაფერს აკეთებს, ეს ასე არ მოხდეს", - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა ბექა ლილუაშვილმა ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ გამართული დებატების შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, ძალიან მკაფიოდ გამოჩნდა, რომ "აგენტების" შესახებ კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებამაც გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა საერთაშორისო რეპუტაციის თვალსაზრისით ქვეყანას:

"ქვეყნის უკან გადადგმულ ნაბიჯებთან დაკავშირებით, რუსულ ინტერესებთან, პუტინთან და კრემლთან კავშირების შესახებ პოლიტიკური შეფასებები ჟღერდა ევროპარლამენტში და მე ვიყავი ძალიან გულდაწყვეტილი, რადგან საქართველოს შემდეგ მოლდოვის საკითხის განხილვა იყო და მიუხედავად მოლდოვაში არსებული სიტუაციისა, ძალიან კარგად გამოჩნდა როგორ იბრძვის მოლდოვაში ხელისუფლება ევროინტეგრაციისთვის. გულწრფელად რომ გითხრათ გარკვეულწილად შემშურდა მოლდოვის ხელისუფლების”, - განაცხადა ლილუაშვილმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S