ანა ნაცვლიშვილი: "ევროპულ ოჯახში საკუთარი თანაპარტიელებიც კი ღიად აკრიტიკებენ „ოცნებას“ და მის პოლიტიკას"
15/03/2023 09:05:02 პოლიტიკა
საკუთარი თანაპარტიელებიც კი, ევროპულ ოჯახში, ღიად აკრიტიკებენ "ქართულ ოცნებას" და მის პოლიტიკას, რომელიც ცდილობს საქართველოს ევროპული მომავალი ააყირაოს, - ამის შესახებ "ლელოს" დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, ევროპარლამენტში მხარდამჭერი განცხადებები ისმოდა ქართველი ხალხის მისამართით, რომელთანაც ხელისუფლება ღია დაპირისპირებაში შევიდა.
"მხარდამჭერი განცხადებები იყო საქართველოს მოქალაქეების მიმართ, რომლებმაც 7-8 მარტის აქციაზე, შიშველი ხელებით, ძალადობის მიუხედავად გაერთიანებით გამოჭედეს ევროპული მომავალი, ხელისუფლების მიმართ ისმოდა მხოლოდ კრიტიკა, მათ შორის, იმ პარტიის წარმომადგენლების მხრიდანაც კი, რომლის წევრიც არის "ქართული ოცნება". კიდევ ერთხელ მადლობა ქართველ ხალხს, მაგრამ ხელისუფლება, რომელიც ქართველ ხალხს უპირისპირდება და არათუ წყლის ჭავლით, გაზით, არამედ საბჭოთა მეთოდით ცდილობს გაუსწორდეს, აკავებს, აჯარიმებს, საკუთარ ხალხთან შევიდა დაპირისპირებაში ძალიან ღიად და მკაფიოდ და ეს როგორ მთავრდება ხოლმე, ამის არაერთი მაგალითი არსებობს,"- განაცხადა ნაცვლიშვილმა.


