Accentnews.ge
პარლამენტში ლევან იოსელიანს ქეთევან თურაზაშვილი შეცვლის

პარლამენტში ლევან იოსელიანს ქეთევან თურაზაშვილი შეცვლის

16/03/2023 13:01:36 პოლიტიკა

პარლამენტში ლევან იოსელიანს პარტია „მოქალაქეების“ სიით ქეთევან თურაზაშვილი შეცვლის.

პარლამენტის გამოკლებული წევრის ლევან იოსელიანის ადგილმონაცვლის ქეთევან თურაზაშვილის უფლებამოსილების ცნობის საკითხს 17 მარტის სხდომაზე საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი განიხილავს, გადაწყვეტილებას კი პარლამენტი უახლოეს პლენარულ სხდომაზე მიიღებს.

ლევან იოსელიანი პარლამენტმა ომბუდსმენის თანამდებობაზე აირჩია. მას ოპოზიციის კვოტით პარლამენტის ვიცე-სპიკერის პოსტი ეკავა. შესაბამისად, ამ საკადრო გადაწყვეტილებით პარლამენტში ოპოზიციონერი ვიცე-სპიკერის თანამდებობა ვაკანტურია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S