Accentnews.ge
"ქართველი ხალხის სუვერენული უფლებაა, განსაზღვროს საკუთარი მომავალი, ამიტომაც ვმუშაობთ მჭიდროდ საქართველოსთან, რათა გავაძლიეროთ მისი მედეგობა რუსული ჩარევისადმი"

"ქართველი ხალხის სუვერენული უფლებაა, განსაზღვროს საკუთარი მომავალი, ამიტომაც ვმუშაობთ მჭიდროდ საქართველოსთან, რათა გავაძლიეროთ მისი მედეგობა რუსული ჩარევისადმი"

17/03/2023 09:05:00 პოლიტიკა

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიმს კლევერლის განცხადებით, ქართველი ხალხის სუვერენული უფლებაა, განსაზღვროს საკუთარი მომავალი და საკუთარი ბედი გარე ჩარევისგან დამოუკიდებლად. ამის შესახებ მან თბილისში, საგარეო საქმეთა სამინისტროში ილია დარჩიაშვილთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

"ჩვენ გულითადად მივესალმებით საქართველოს გულუხვ და პრინციპულ მხარდაჭერას ჩვენი საერთო მეგობრის, უკრაინის მიმართ, სანქციებთან დაკავშირებით, ძალიან ბევრი უკრაინელი დევნილის მიღებას, რომლებიც იძულებული იყვნენ, დაეტოვებინათ ოჯახები რუსული აგრესიის გამო. უკრაინის მსგავსად, ქართველი ხალხის სუვერენული უფლებაა, განსაზღვროს საკუთარი მომავალი და საკუთარი ბედი გარე ჩარევისგან დამოუკიდებლად. ეს უფლება უნდა იყოს დაცული. ამიტომაც ჩვენ ვმუშაობთ ძალიან მჭიდროდ საქართველოსთან, რათა გავაძლიეროთ თქვენი მედეგობა რუსული ჩარევისადმი. ვაგრძელებთ მხარდაჭერას თქვენი ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი. ძლიერი და ერთიანი ნატო გახლავთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჩვენი უსაფრთხოებისთვის როგორც ევროპაში, ასევე მის საზღვრებს გარეთაც. ამიტომაც სპეციალურად მორგებული პაკეტი შემუშავებულია საქართველოსთვის და 2023 წელს ბრიტანეთის საელჩო, რუმინეთის საელჩოსთან ერთად იმოქმედებს, როგორც ნატო-ს საკონტაქტო პირი საქართველოში“, – აღნიშნა კლევერლიმ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S