Accentnews.ge
სალომე სამადაშვილი - უმრავლესობას: "დაუბრუნდით ევროკავშირის მოთხოვნების შესრულებას"

სალომე სამადაშვილი - უმრავლესობას: "დაუბრუნდით ევროკავშირის მოთხოვნების შესრულებას"

17/03/2023 11:17:26 პოლიტიკა

მოვუწოდებთ უმრავლესობას, დაუბრუნდით ევროკავშირის მოთხოვნების შესრულებას, - ამის შესახებ პარლამენტში „ლელოს" მიერ გამართულ ბრიფინგზე სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა შანტაჟის ენით დაიწყოს საუბარი ევროკავშირთან.

„ფაქტობრივად, პარლამენტში მიმდინარე კვირას არანაირი სამუშაო პროცესი არ წარმართულა და ამ ფონზე, როდესაც ევროკავშირიდან ჩამოსული დელეგაციები გვეუბნებიან, დღეს რომ კეთდებოდეს შეფასება, რომელი პუნქტებია შესრულებული ევროკავშირის 12 რეკომენდაციიდან, შეფასება იქნებოდა საკმაოდ მძიმე. ამ ფონზე გამოდის კახი კალაძე და ფიქრობს, რომ შანტაჟის ენით დაიწყონ საუბარი ევროკავშირთან. გუშინ, რა პოლიტიკური გზავნილი იყო „ქართული ოცნების“ მხრიდან, კანდიდატის სტატუსს თუ არ მივიღებთ, ამ შემთხვევაში ევროკავშირი ცდილობს ქვეყანაში დესტაბილიზაციას, ეს მიმართულია „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ. ეს გზავნილი ემატება გზავნილს, რომელსაც დიდი ხანია ტირაჟირებს „ქართული ოცნება“, თითქოს მათ ვიღაც სთხოვს მეორე ფრონტის გახსნას. ეს არის ურცხვი, ტყუილი პროპაგანდა. სიმართლე არის მარტივი, ევროკავშირის მოლოდინი საქართველოს ხელისუფლებისგან არის სასამართლო კლანის დაშლა, სასამართლო რეფორმა, საარჩევნო რეფორმა, ანტიკორუფციული რეფორმა, ყველა იმ მოთხოვნის შესრულება, რომელიც ძალიან მარტივად შესრულებადია, პოლიტიკური ნება რომ არსებობდეს. რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელი „ქართული ოცნება“ და მათი მოკავშირე „ხალხის ძალა“ არის ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელიც დღეს ქვეყანაში ხელს უწყობს დესტაბილიზაციას, როცა ცდილობს, ქვეყანა გადაიყვანოს სხვა გზაზე ქართველი ხალხის არჩევანიდან, რომ ჩვენი მომავალი არის ევროპაში. დღეიდან ერთადერთი განსახილველი საკითხი პარლამენტში არის ევროკავშირის მოთხოვნების შესრულება. „ლელოს“ ამასთან დაკავშირებით პარლამენტში უკვე აქვს მრავალი ინიციატივა შეტანილი. გვინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ უმრავლესობას, დაუბრუნდით ევროკავშირის მოთხოვნების შესრულებას, რადგან ამ მოთხოვნების შესრულების გარეშე შანტაჟის ენა, ტყუილი პროპაგანდა ვერ მოგეხმარებათ იმაში, რომ მორიგ ჯერზე მოატყუოთ ქართველი ხალხი, თითქოს „ქართულმა ოცნებამ“ გააკეთა ყველაფერი და ქვეყანა მაინც დარჩა სტატუსის გარეშე“, – განაცხადა სამადაშვილმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S