CNN – ФСБ–ს საიდუმლო დოკუმენტი მოლდოვის დესტაბილიზაციის 10-წლიან გეგმას მოიცავს

17-03-2023 17:04:01 მსოფლიო

რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის (ФСБ) მიერ შედგენილ საიდუმლო გეგმაში ასახულია მოლდოვის დესტაბილიზაციის დეტალური ვარიანტები, მათ შორის – პრორუსული ჯგუფების მხარდაჭერა, მართლმადიდებლური ეკლესიის გამოყენება და ბუნებრივი აირის მიწოდების შეწყვეტის მუქარა, - იუწყება CNN.

მისი შეფასებით, როგორც ჩანს დოკუმენტი მოლდოვის დასავლეთისკენ მისწრაფების, ნატო–სა და ვეროკავშირში ინტეგრაციის შესაკავებლადაა შემუშავებული.

CNN-ის ცნობით, დოკუმენტი მოიპოვა და პირველად გამოაქვეყნა მედიის კონსორციუმმა, მათ შორის VSquare and Frontstory, RISE Moldova, Expressen შვედეთში, Dossier Center for Investigative Journalism, Yahoo News და Delfi-მ.

CNN-ის განცხადებით, გამოცემას ნანახი აქვს დოკუმენტის, რომლის სახლეწოდებაცაა „რუსეთის ფედერაციის სტრატეგიული მიზნები მოლდოვის რესპუბლიკაში“ სრული ვერსია, რომელიც, როგორც ჩანს, 2021 წელს რუსეთის უშიშროების სამსახურის ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის დირექტორიატის მიერაა დაწერილი.

"დოკუმენტი ადგენს მოლდოვის რუსეთის გავლენის სფეროში მოქცევის 10- წლიან სტატეგიულ გეგმას. მათ შორის, მოლდოვის დამოკიდებულებას რუსული გაზის იმპორტზე, სოციალური კონფლიქტის გაღვივებას. ასევე მოლდოვის ძალისხმევის დაბლოკვას, პრორუსულულად განწყობილ სეპარატისტულ რეგიონში დნესტრისპირეთში, გავლენის მოპოვებელად. დოკუმენტში ასახულია მოკლე და გრძელვადიან მიზნები. მოკლევადიან გეგმად დასახელებულია მოლდოვაში იმ პრორუსულად განწყობილი პოლიტიკური ძალების მხარდაჭერის გაძლიერება, რომლებიც რუსეთთან კონსტრუქციულ ურთიერთობებს ემხრობიან. ამასთან იმ ძალების განეიტრალება, ვინც დნესტრისპირეთში რუსეთის სამხედრო ყოფნის გაუქმებას ემხრობა. საშუალოვადიან მიზნებს შორისაა მოლდოვასა და ნატოს შორის თანამშრომლობისთვის წინააღმდეგობის გაწევა. ФСБ–ს დოკუმენტი გრძელვადიან მიზნებს, შორის „მოლდოვის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ელიტებში სტაბილური პრორუსული გავლენის ჯგუფების შექმნას“ და „ნატო–ს მიმართ ნეგატიური დამოკიდებულების ჩამოყალიბებას მოიცავს.

რუსეთის პრეზიდენტის პრეს–მდივანმა დიმიტრი პესკოვმა დოკუმენტის თაობაზე დასმული შეკითხვის კომენტირებისას ხუთშაბათს განაცხადა, რომ არაფერი იციან მსგავსი გეგმის არსებობაზე.

"არ გამოვრიცხავ, რომ ეს მორიგი „ფეიკია“. რუსეთი ყოველთვის იყო და რჩება ღია კეთილმეზობლური, ორმხრივად მომგებიანი ურთიერთობების დამყარების [მომხრე], მათ შორის მოლდოვასთან. ძალიან ვწუხვართ, რომ მოლდოვის ამჟამინდელი ხელმძღვანელობა მოსკოვის მიმართ სრულიად გაუმართლებელ და უსაფუძვლო ცრურწმენებს განიცდის“, – განაცხადა პესკოვმა.

მოლდოვის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა მაია სანდუმ 2020 წლის ბოლოს კრემლთან დაახლოებული პრეზიდენტი იგორ დოდონი შეცვალა. მომდევნო წელს კი ქვეყნის საპარლამენტო არჩევნებში პროდასავლურმა პარტიამ გაიმარჯვა", – იუწყება CNN.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები