ურსულა ფონ დერ ლაიენი: "ბუნებრივი აირის ფასი ევროკავშირის ერთსულოვანი მოქმედების შედეგად დაეცა"

17-03-2023 17:41:26 პოლიტიკა

ევროკომისიის თავმჯდომარე ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ "ბუნებრივი აირის ფასი ევროკავშირის ერთსულოვანი მოქმედების შედეგად დაეცა".

„როცა ერთად ვიმოქმედეთ, რათა რუსეთიდან გაზის მოწოდების შემცვლელი მოგვენახა, ფასები შემცირდა“, -განაცხადა მან.

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრამდე ევროკავშირის ქვეყნების ბუნებრივი აირით მომარაგება ძირითადად რუსეთიდან ხდებოდა. ომის შემდეგ შემცირდა გაზის მიწოდება და ბლოკის წევრებმა უარი თქვეს რუსულ აირზე, რასაც ფასის ზრდა და კრიზისი მოჰყვა. აირის სხვა წყაროების მოძებნის შემდეგ ფასები შედარებით შემცირდა და სტაბილური დარჩა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები