ჯეიმს კლევერლი - ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის სიძლიერესა და დემოკრატიულ ნებას

17-03-2023 21:22:32 პოლიტიკა

ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის სიძლიერეს, მედეგობასა და დემოკრატიულ ნებას, – ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიმს კლევერლი სოციალურ ქსელში წერს.

„დღეს თბილისში ვიმყოფები მკაფიო მიზნით. დავაფიქსირო დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის სიძლიერეს, მედეგობასა და დემოკრატიულ ნებას“, – წერს ჯეიმს კლევერლი.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში მან შეხვედრები გამართა პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან და არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები