ხაბეიშვილი –"ოცნებას": "ხვალვე გაიცეს თანხმობა პოლონელი ექიმების სააკაშვილთან ჩამოსვლაზე"

19-03-2023 14:43:55 პოლიტიკა

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი "ქართულ ოცნებას" მოუწოდებს, მომდევნო კვირაშივე გასცეს თანხმობა პოლონელი ექიმების მიხეილ სააკაშვილთან ვიზიტზე. ამ თემაზე მან დღეს, 19 მარტს პარტიის ოფისში ბრიფინგი გამართა. ხაბეიშვილი აღნიშნავს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, პარტიასაც მოუწევს "კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა".

"ჩვენ რუსული ოცნებისგან, [იუსტიციის მინისტრ] რატი ბრეგაძისგან გვესმის მხოლოდ განცხადებები, რომ თურმე, [მოწვეულ ექიმებს] შეუძლიათ, ჩამოვიდნენ, თურმე, მზად არის საქართველოს ხელისუფლება, რომ თანხმობა გასცეს, მაგრამ ამ სიტყვების იქით, საქმე არ მიდის.

ამიტომ, ვაფრთხილებ რუსულ ოცნებას და მოვუწოდებ ახალ კვირაში, ხვალიდანვე უსწრაფესად გაიცეს თანხმობა არა სიტყვიერი, არამედ, დოკუმენტით ისე, რომ პოლონელ ექიმებს შეეძლოთ ხვალვე ჩამოსვლა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენც მოგვიწევს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა", - თქვა ლევან ხაბეიშვილმა.

კლინიკა "ვივამედში" მყოფი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ოჯახი პოლონელი ექიმების გუნდის ჩამოსვლას უკვე რამდენიმე კვირაა, ელოდება.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები