სააკაშვილთან პოლონელი ექიმების შეშვების მოთხოვნით თბილისში აქცია იმართება
20/03/2023 07:36:50 პოლიტიკა
საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობასთან პარტია „ნაციონალური მოძრაობა" საპროტესტო აქციას მართავს.
დემონსტრანტები, მოითხოვენ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან პოლონელი ექიმების ჯგუფი შეუშვან.
როგორც აქციის მონაწილეები აღნიშნავენ, ხელისუფლება პოლონელ ექიმებს საქართველოში ჩამოსვლისა და კლინიკა „ვივამედში“ სააკაშვილის მონახულების საშუალებას არ აძლევს.
"ჩვენ მოვედით რომ კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ საგარეო საქმეთა სამინისტროს, დაუყოვნებლივ მოაგვარონ შესაბამისი პროცედურები, რომ რაც შეიძლება სწრაფად იყვნენ ადგილზე წარმოდგენილები ევროკავშირის სპეციალური სამედიცინო ჯგუფი, რომელიც უზრუნველყოფს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ დასკვნის დადებას და მიხეილ სააკაშვილის რაც შეიძლება სწრაფად უცხოეთში გადაყვანას ვიხილავთ ჩვენ", - თქვა ენმ–ის წევრმა ირაკლი ნადირაძემ.


